ხუთშაბათი 19, სექტემბერი 2019

10 156 ლარი - მერის, ვიცე-მერისა და მერის მოადგილის მივლინებები

11, იანვარი 2017 11:30:00

გასულ წელს, მერიაში გაცემული პრემიებისა და დანამატების შემდეგ, გავიგოთ რა თანხა დახარჯა უწყებამ მაღალი თანამდებობის პირების საზღვარგარეთ  ვიზიტებისთვის. მერიის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს მერის, ვიცე-მერისა და მერის მოადგილის მივლინებებს ბიუჯეტიდან 10 156 ლარი მოხმარდა. ბათუმის მერი ყველაზე ხშირად საქმიანი ვიზიტით გერმანიას სტუმრობდა, თუმცა თურქეთში, ლატვიასა და კვიპროსშიც იმყოფებოდა. რა შედეგი მოიტანა 5-მა მივლინებამ და რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა  6000 ლარი ბიუჯეტიდან? - გიორგი ერმაკოვი ჟურნალისტებთან ისევ არ კონტაქტობს. კითხვებზე მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე გვპასუხობს და გერმანიაში ხშირ ვიზიტებს ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას უკავშირებს. გიორგი ერმაკოვის გარდა, მივლინებაში იმყოფებოდნენ ვიცე-მერი და მერის მოადგილეც. ბაგრატ მანველიძის უკრაინაში ვიზიტი ბიუჯეტს 1 416 ლარი დაუჯდა, ალექსანდრე მითაიშვილის სომხეთსა და თურქეთში მივლინებებისთვის კი 2 779 ლარი დაიხარჯა. ქალაქის მერის მსგავსად, ვიზიტებისა და ხარჯების მიზნობრიობაზე საუბარი არ სურთ ვიცე-მერსა და მერის მოადგილეს.

 

 

 


დღის ამბები