17, თებერვალი 2017 17:23:00
დღეს დილიდან დიდთოვლობის გამო გადაადგილება გართულებულია ბათუმშიც. განსაკუთრებით გარეუბნებში. დილით შეფერხება იყო ბარცხანის ხიდთან. გაუწმენდაობის გამო ავტომობილებს ხიდზე გადაადგილება უჭირდათ, რამაც რამდენიმე წუთის განმავლობაში ხიდზე საცობი შექმნა და მოძრაობის პარალიზებაც გამოიწვია. გადაადგილების მხრივ შეფერხებებია ე.წ ჭაობის დასახლებაშიც. აქ ვითარებას სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობაც ართულებს, რის გამოც მეორეხარისხოვან გზებზე სპეც-ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. ბათუმის „სანდასუფთავების“ სამსახურის ინფორმაციით მუშაობს 10 ერთეული თოვლსაწმენდი, 4 ბობკატი , 2 გრეიდერი და 2 ტრუტუარების საწმენდი, თუმცა მათი განმარტებით სიტუაცის ინტენსიური თოვა ართულებს. ირაკლი პაპუნაიშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ისინი გზებზე ტექნიკური მარილის დაყრას დაიწყებენ.