17, თებერვალი 2017 20:26:00
რამდენიმე საათის განმავლობაში ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი პარალიზებული იყო . მიზეზი მახინჯაური -ციხისძირის მონაკვეთზე თითქმის ორ კილომეტრიანი საცობი გახდა. ტრანსპორტის დაუსრულებელი რიგი აქ მახინჯაურის ცენტრიდან იწყებოდა და ციხისძირამდე გრძელდებოდა. მძღოლების ინფორმაციით, მოძრაობის პარალიზება გაუწვენდავმა გზებმა გამოიწვია. საცობში დგომის ხანგრძლივობის გამო სამარშუტო ტაქსის მგზავრების ნაწილმა გზის ფეხით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციაში ცენტრალურ მაგისტრალზე შეფერხებას ყინვის შემდეგ მოსული ნალექით ხსნიან.