17, თებერვალი 2017 20:23:00
გონიოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებლით მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.