02, ივნისი 2018 20:10:00
პაატა შავაძე მთავარი პროკურორის პოსტისთვის იბრძვის. ამ ეტაპზე იგი ერთადერთი კანდიდატია. ამ თანამდებობაზე შავაძე მესამედაა წარდეგენილი. როგორც თავად აცხადებს, მას 35-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და ადვოკატი უჭერს მხარს. კანონის თანახმად, მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრი დაუყოვნებლივ, მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად იწყებს კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. შერჩეულ არანაკლებ სამ კანდიდატს, ცალ-ცალკე უყრიან კენჭს. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას. ამის შემდეგ კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი წარუდგენს მთავრობას, თანხმობის შემთხვევაში კი კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება. პარლამენტი კი მთავარ პროკურორს ფარული კენჭისყრით ირჩევს.