შაბათი 19, აგვისტო 2017

დაკავება სარფის საბაჟოზე

17, თებერვალი 2017 20:22:00

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კანონიერი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პიროვნება ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. სამართალდამცველებმა იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოდიოდა.