02, ივნისი 2018 20:06:00
„ბედნიერების ფარნები“ - ასე ქვია ფესტივალს, რომელიც ბათუმში ხვალ გაიხსნება. ორგანიზატორები ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს საღამოს 9 საათისთვის ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ელოდებიან, სადაც ისინი მანათობელი ფარნების გაშვების ულამაზეს სანახაობას დაესწრებიან. ფესტივალის ორგანიზატორი ტურისტული კომპანია "Ask Me" და იურიდიულ კომპანია "Trusted Services"-ი გახლავთ. იმ შემთხვევაში თუკი ადგილზე მოხდება ფარნის შეძენა, თანხა თანადგომის საჭიროების მქონე ბავშვებს მოხმარდება. ფესტივალის ორგანიზატორებმა პირველი სიმბოლური ფარანი ტვ 25-ის ლოგოთი უკვე გაუშვეს. ღონისძიება სპეციალურად დაიგეგმა ტურუსტული სეზონის გახსნის დღეს. ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციაურად ხვალ იხსნება.