ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

ენმ შეწყვეტილი პროგრამის გაგრძელებას ითხოვს

11, იანვარი 2017 04:28:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „სოფლის მხარდაჭრის პროგრამის“ გაუქმებისთვის საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს. პარტიის წევრები ამბობენ, რომ 8 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის ჩართულობით, მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ინფრასტრუქტურა წესრიგდებოდა. რეზო ხარაზის განცხადებით, 2015-2016 წლებში აჭარის სოფლებისთვის 5 მილიონამდე ლარი იტო გამოყოფილი. პარტიის წევრები  აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, ცენტრალური მთავრობა „სოფლის მხარდაჭრის პროგრამის“ გაგრძელების აუცილებლობაში დაარწმუნოს. ზურაბ პატარძის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ამ საკითხზე ოპოზიციასთან შეხვედრას გამართავს.