05, ივნისი 2018 14:03:00
გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ბათუმის მერიაც შეუერთდა. ახლადრეაბილიტირებულ ჯაფარიძის ქუჩაზე 30 ძირი ფიჭვი და ცხენისწაბლა დაირგო. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური წლის ბოლომდე ქალაქში 3500-მდე ხე-მცენარესა და 1 მილიონ ყვავილს დარგავს. შეგახსენებთ, 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა.