09, ივნისი 2018 20:09:00
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სუბელიანი დაკავებულია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით. ამავე საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით კი დაკავებულია მერაბ მორჩაძე, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ, დააპატიმრეს. ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.