11, იანვარი 2017 04:30:00
სასპორტო სკოლის დემონტაჟის საკითხზე „ორბი ჯგუფის“ დირექტორი განმარტებებს აკეთებს. ირაკლი კვერღელიძის თქმით, ვიდრე სპორტსმენებისთვის ალტერნატიული ფართი არ შეირჩევა, მოქმედი ფლიგელების დანგრევის საკითხი არ განიხილება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა სამინისტროს ვალდებულებაა. ირაკლი კვერღელიძე მოქმედი სპორტსკოლის ადგილზე განსახორციელებელი პროექტის მნშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ამ მოცულობის ინვესტიცია ქვეყანაში პირველია. რაც შეეხება საზოგადოების პროტესტს - კვერღელიძის თქმით, ეს ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია. სასპორტო სკოლის შენარჩუნების მიზნით, დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება. ადგილობრივი და ცემტრალური ხელისუფლებების მისამართით მზადდება პეტიციაც. თემაზე უფრო ვრცლად მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ.