18, თებერვალი 2017 20:22:00
ქედაში ჰესის მშენებლობა იგეგმება. კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ პროექტის განხორციელებას მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყებს. ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიაში განმარტავენ, რომ სავარაუდოდ, აშენდება სამი მცირე ტიპის ჰიდროელექტროსადგური. აქ გამომუშავეული ენერგია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას მოხმარდება. „მარდი ჰოლდინგი" პროექტის განხორციელებას პარტნიორ "გროსს ენერჯი ჯგუფთან" ერთად აპირებს და მისი საერთო ღირებულება 7 მლნ დოლარია.