13, ივნისი 2018 17:03:00
ბათუმში, ვეტერანებისთვის გამართული სასწავლო ტურის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ რეგიონში ვეტერინარული კლინიკების მუშაობის სპეციფიკას, მოინახულეს წარმატებული ფერმები, ყველის საწარმო, სასაკლაო და პროფესიული კოლეჯები. სასწავლო ტურის მიზანი გამოცდილების გაზიარება, ცხოველთა დაავადების დროული პრევენცია და ვეტაფთიაქების განვითარებას წარმოადგენდა.