13, ივნისი 2018 17:03:00
საკონსტიტუციო სასამართლოში შპს „თორაძე და პარტნიორების“ სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარე სადაოდ მიიჩნევს იმ ნორმებს, რომლებიც აწესრიგებენ მოვალის ქონებიდან კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას. ეს ნიშნავს იმას, რომ მოვალის ქონების გაყიდვის შედეგად თანხა პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება. კერძოდ, თავდაპირველად იფარება იპოთეკა, აღსრულების საფასური და ხარჯები, შემდგომ კი სხვა მოთხოვნები. მხარის მტკიცებით, ეს ნორმა არაკონსტიტუციურია. აღნიშნულ შემთხვევაში, მოქალაქე მამია მიქაუტაძესთან მიმართებით საერთო სასამართლომ დამსაქმებელს დაუდგინა შრომის ანაზღაურების გაცემა. თუმცა მოსარჩელე მიუთითებს, რომ კომპანიას, რომლის წინააღმდეგაც მოთხოვნა გააჩნია, არ აქვს ყველა კრედიტორის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი ქონება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.