18, თებერვალი 2017 20:19:00
ბათუმში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2017“-ის ნახევარფინალური ტური ჩატარდა. პროექტის თანახმად, მონაწილეებმა გარემოსდაცვითი მიმართულებით არაერთი აქტივობა დაგეგმეს, გამოავლინეს ამ კუთხით არსებული პრობლემები, შედეგად დაისახა მათი მოგვარების გზებიც. საკონკურსო თემატიკა ტყის დაცვის გარდა, ნარჩენების, ბუნებრივი კატასტროფებისა და მინერალური რესურსების მოპოვების პრობლემატიკაც მოიცვდა. პროექტის ორგანიზატორი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.