14, ივნისი 2018 14:07:00
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში უსახური შენობების დემონტაჟი დაიწყო. ნაგებობებს, რომლებიც ამორტიზებულია და ბაღის იერსახეს ამახინჯებს დღეიდან დაანგრევენ. ტერიტორიაზე კი ახალი სივრცეები და რეკრეაციული ზონები მოეწყობა. პროექტზე ლანდშაფტის არქიტექტორი მუშაობს და პროცესის დასრულების შემდეგ ტენდერიგამოცხადდება.