19, თებერვალი 2017 20:21:00
ამ დროისათვის ხულოში აღარ თოვს. მუნიციპალიტეტში დილიდან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობის პრესცენტრში ირწმუნებიან, რომ საავტომობილო გზებს რამდენიმე მიმართულებით წმენდენ. მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 15 ერთეული ტექნიკა. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ თუ როდის დასრულდება შიდა საუბნო გზების თოვლისგან განთავისუფლება. ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფანი ერთ მეტს აღემატება. ბოლო ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება.