16, ივნისი 2018 20:40:00
ბათუმში მცხოვრებ ომის მონაწილეებს, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია, ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაციას, გულის ექოსკოპიას, ელექტრო კარდიოგრაფიულ და ლაბორატორიულ კვლევებს ითვალისწინებდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 200-მდე პაციენტს, სამედიცინო გამოკვლევები თამარის დასახლებაში არსებულ საოჯახო მედიცინის ცენტრში ჩაუტარდა. მსგავსი აქცია ვეტერანებისთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით მომავალშიც იგეგმება.