ორშაბათი 19, აგვისტო 2019

გამწვანების პოლიტიკა ბათუმში

16, ივნისი 2018 20:35:00

ბეტონის ქალაქი - ასე უწოდებს  მოქალაქეთა ნაწილი  ბათუმს. მიზეზი ყველასათვის გასაგებია, წლიდან წლამდე ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსების რაოდენობა მატულობს, თანაც მშენებლობები ქაოტურად და დაუგეგმავად მიმდინარეობს, რის გამოც იქ მცხოვრებლებთა ნაწილამდე მზის სხივიც კი ვერ აღწევს. იზრდება ავტომობილების რაოდენობაც, შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელიც უარესდება და ასე თუ გაგრძელდა, მომავალში კიდევ უფრო  გაუარესდება. ამ ყველაფრის ფონზე კი ბოლოს ბათუმში  სკვერი  5 წლის წინ მოეწყო. მწვანე საფარი ქალაქში რომ იმაზე ნაკლებია, ვიდრე საჭიროა, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა სურვილი ან ქმედება შესაბამისი სამსახურების მხრიდან, რომ ბათუმი მეტად გამწვანებული იყოს და ქალაქს მეტი რეკრეაციული ზონა შეემატოს არ ჩანს. რაზეც თუნდაც ბოლო მაგალითი მოწმობს, როცა ერთი თვის წინ, მერიამ ხიმშიაშვილისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის არსებული 581 კვადრატული მეტრი მწვანე ზოლი გაყიდა.


დღის ამბები