20, ივნისი 2018 20:04:00
დეპარტამენტი 2 თანამშრომლით. რა გააკეთა ავთანდილ ბერიძემ 16 თვის განმავლობაში აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს საქმიანი ურთიერთობისთვის? რამდენი იხარჯება ბერიძის ხელფასისთვის და რატომ უჭირს წარმომადგენლობითი ორგანოს ყოფილი თავმჯდომარის საქმიანობის შეფასება რეგიონის პირველ პირს? უცნობია რამდენი ლიტრი საწვავია გამოყოფილი ავტომობილისთვის, რომელიც პირადად ავთანდილ ბერიძეს ემსახურება, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობამ არ მოგვაწოდა.