22, ივნისი 2018 14:04:00
გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2018-19 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. მსურველებმა დაწესებულებაში მოსახვედრად ფიზიკური და გონებრივი დავალებები უნდა შეასრულონ. წელს გამოცდების ჩამონათვალს მათემატიკის გამოცდა დაემატა. ტესტებში აღებული ქულების მიხედვით, ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. რეგისტრაცია 29 ივნისს დასრულდება. სამხედრო ლიცეუმში ადგილების რაოდენობა მიმდინარე სასწავლო წელს 126 მოსწავლით განისაზღვრა, მათგან 101 ვაჟი, ხოლო 25 გოგონა იქნება.