22, ივნისი 2018 14:07:00
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ლიეტუველი ჟურნალისტები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და დელფინარიუმი. დღეს კი ისინი უკვე მთიან აჭარას ეწვევიან, სადაც ადგილობრივ მარანში ქედისთვის დამახასიათებელ ღვინის სახეობებსა და ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ, ქართულ ფოლკლორს გაეცნობიან და თავადაც მიიღებენ მონაწილეობას კულინარიულ მასტერკლასებში. ჟურნალისტები რეგიონს 24 ივნისს დატოვებენ და უკვე ლიეტუვაში თავიანთ მაყურებლებსა და მკითხველებს გაუზიარებენ აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.