11, იანვარი 2017 11:27:00
მთავრობის თავმჯდომარე კონსულტაციებს განაგრძობს სხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელების ვაკანტური პოსტების შესავსებად. მთავრობის აპარატში მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც არჩილ ჩიქოვანი აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის დეპატარტამენტის უფროსის მოვალეობას კი უკვე რამდენიმე თვეა, უფროსის მოადგილე, ჯამბულ ნაკაშიძე ასრულებს.