23, ივნისი 2018 20:07:00
,,ზაფხული იწყება კინტრიშის ხეობიდან" - ქობულეთის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, 2018 წლის ზაფხულის სეზონი ოფიციალურად კინტრიშის ხეობაში გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. კინტრიშის ხეობას სტუმრობდნენ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, გიდები და უცხოელი ტურისტები. ცხემვანის ვიზიტორთა ცენტრის ტერიტორიაზე ადგილობრივი კულინარიული და ეთნოგრაფიული გამოფენები მოეწყო, ასევე გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და მუსიკალური პერფორმანსები. კინტრიშის ხეობა არა მხოლოდ ბუნებით გამოირჩევა, აქ თავმოყრილია სეთი კულტურული ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, თამარის ხიდი და უძველესი ღვინის ქვევრები.