26, ივნისი 2018 14:10:00
ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ტურისტების ძარცვაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით ამ ეტაპზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. ფაქტზე საქმე სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა ავტოსადგურის მიმდებარედ მოხდა. ტურისტებს კუთვნილ ავტომობილის მინები დაზიანებული დახვდათ.