28, ივნისი 2018 17:06:00
მიკროავტობუსების გაფიცულმა მძღოლებმა აქცია დროებით შეწყვიტეს. მათი განცხადებით, ორშაბათს, ბათუმის მერთან შეხვედრას გეგმავენ. ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საპროტესტო აქციებს კვლავ განაახლებენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, ხვალიდან ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების მძღოლები დღეს დილიდან გაიფიცნენ, ისინი ქალაქში ყოველდღიურად მოძრავი 450 სატრანსპორტო საშუალების, 250-მდე შემცირებას აპროტესტებდნენ. მათ აქცია ბათუმის მერიასთან დაიწყეს, მოგვიანებით კი აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.