შაბათი 21, სექტემბერი 2019

ვინ ანგრევს ბასკოს?

11, იანვარი 2017 04:31:00

დაინგრევა თუ არა ბათუმის სასპორტო სკოლის ადმინისტრაციული შენობა? საკითხი ბათუმელებს განსაკუთრებით აწუხებთ. მართალია, "ორბი ჯგუფის" ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ შენობას იგი ხელს არ ახლებს, აღმოჩნდა, რომ სპორტსმენებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ნაგებობას სხვა ინვესტორი ემუქრება. ტერიტორიით "მწვანე ხეივანი" დაინტერესდა, რომელმაც მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უკვე წარადგინა.  ინვესტორს სასტუმროს აშენება სურს. როინ ბერიძის თქმით, სპორტსმენებს ალტერნატიულ სპორტულ კომპლექსს აუშენებენ. გაიზიარებს თუ არა კომპანიის წინადადებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, "მაცნეს" მთავარი გამოშვებიდან შეიტყობთ. 


დღის ამბები