04, ივლისი 2018 14:04:00
მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე მოიაზრება თორნიკე რიჟვაძე. იგი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორია. რიჟვაძეს განათლება უცხოეთში აქვს მიღებული, ენერგო სექტორისა და ბიზნეს სამართალის მიმართულებით. გასულ წელს იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი შპს აჭარისწყალი ჯორჯიას იურიდიული დირექტორი. 2014- 16 წლებში იყო აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითებში.
ცოტნე ანანიძეს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი უჭირავს. 2010-2011წწ. იგი პოლიტიკური პატიმარი იყო. 2016 წლამდე ანანიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის თანამშრომელი იყო.
ზაალ მიქელაძე - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. თაბამდებობაზე იგი ზურაბ პატარაძემ 2016 წლის დეკემბერში წარადგინა. იგი პატარაძის გუნდის წევრია. იგი სხვადასხვა პერიოდში სამედიცინო მიმართულებით მუშაობდა. 2012 წელს „ჩემი ოჯახის კლინიკა-ქობულეთის’’ სამედიცინო მენეჯერი იყო. 2013-დან 2016 წლამდე ზაალ მიქელაძე აჭარაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ხელმძღვანელობდა.
ბადრი ნაკაშიძე - 2017 წლიდან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის პოსტი უჭირავს. პროფესიით იუროსტი წლების განმავლობაში სამეცნიერო საქმიანობასაც ითავსებდა. 2017 წლამდე მას ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტის მართვისსამართლებრივი საფუძვლების კათედრის გამგე იყო. მუშაობდა პარიზის დიპლომატიურ და სტრატეგიულ სწავლებათა ცენტრში.