05, ივლისი 2018 14:02:00
„ბათუმის მერიის თასი 2018“ მიმდინარეობს. საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი 10 ივლისამდე გაგრძელდება. მასში 21 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის 239 ქართველი. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები და თასები გადაეცემათ. შეჯიბრი ა, ბ და ცე კატეგორიებში მიმდინარეობს. ღონისძიება რეგიონში წელს მეოთხედ ტარდება.