21, თებერვალი 2017 20:21:00
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოსცა. სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, განმარტება გამოცდებისა და ფაკულტეტების მითითების შესახებ, ინფორმაცია საგამოცდო პროცესის შესახებ, შედეგების გამოქვეყნებისა და აპელაციის პროცედურა, ჩარიცხვისა და გრანტირების წესი - ეს ის ინფორმაციაა, რომელიც აბიტურიენტებისთვისაა გათვლილი. ცნობარში ასევე არის ცხრილი, რომელშიც მოცემულია უმაღლესი სასწავლებლების მონაცემები გამოცდების, მინიჭებული კოეფიციენტების, დადგენილი კვოტების, სწავლის საფასურისა და სხვა დეტალების შესახებ. ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია კი 23 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყება. იმავე დღეს გამოქვეყნდება ცნობარის ელექტრონული ვერსიაც.