პარასკევი 23, აგვისტო 2019

გეგმიური ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს

06, ივლისი 2018 14:09:00

გეგმიური ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს.  ცვლილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში უნდა შევიდეს.  ინიციატივაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტი და ჯანდაცვის სამინისტრო  მუშაობს. საკანონმდებლო ორგანოში საკითხი სავარუდოდ  განსახილველად საშემოდგომო სესიაზე გავა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამბობს, ქვეყანა 12 სხვადახვა დაავადებას 10 ვაქცინით ებრძვის, ხშირ შემთხვევაში შედეგები ლეტალურია. ნინო ნიჟარაძის თქმით, წითელას შემთხვევა ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ მოსახლეობის ცნობიერება აცრების ჩატარების კუთხით დაბალია.


დღის ამბები