21, თებერვალი 2017 20:28:00
„ქალაქში ბულდოზერები დადის“ - ულტიმატუმი ბათუმის მერს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ და საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბათუმი“ მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებასა და ბარათაშვილის 24 ნომერში მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, აუცილებელია მშენებლობებისა და დემონტაჟის ნებართვების გაცემა შეწყდეს, ვიდრე ტერიტორიას არ მიენიჭება ისტორიული ზონის სტატუსი. ისინი ფიქრობენ, რომ ეს სტატუსი უზრუველყოფს ძველი ბათუმის ისე განვითარებას, რომ ქალაქის იდენტობა შენარჩუნდეს და ადგილი არ ჰქონდეს კორუფქციულ გარიგებეს. ამ თემაზე დღეს ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს და პეტიცია გაავრცელეს. ქალაქის მერს გიორგი ერმაკოვს კი ერთ კვირიანი ვადა მისცეს მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ორგანიზაცია სამართლებრივ დავასთან ერთად აქციებსაც აანონსებს.