07, ივლისი 2018 20:44:00
ბათუმში ესტაკადა გაიხსნა. სამუშაოების შედეგად ორმხრივად აღსდგა მოძრაობა ბაქოს ქუჩაზე. მოძრაობა ორმხრივია ესტაკადაზეც. ხიდის სიგრძე სულ 800 მეტრია. პროექტის მიხედვით, აქ ცენტრალური ხიდის, ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის დამატებით ხუთი დამხმარე გზა უნდა აშენდეს. ამ ეტაპზე დასრულებულია 915 მეტრი მონაკვეთის მოასფალტება, ბორდიურების, განათების ბოძების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები, მოეწყო და გამწვანდა ესტაკადის გამყოფი ზოლი. ბათუმის ცენტრალურ შემოსასვლელში, ესტაკადის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 15 მილიონ 297 ათას 410 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს „კავკასუს როუდ პროჯექტსი“ აწარმოებს. პროექტის განხორციელება მოძრაობის განტვირთვის და ლიანდაგზე შეუფერხებელი მოძრაობისთვის დაიგეგმა. ესტაკადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აჭარის მთავრობის წევრებსა და ბათუმის მერთან ერთად გახსნა, თუმცა ობიექტი ექსპლუატაციაში სრულად სექტემბერში შევა.