21, თებერვალი 2017 20:29:00
რამ გამოიწვია ფრესკების დაზიანება ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში? რატომ ჭიანურდება მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული შენობის ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ორი წლის წინ უნდა დაწყებულიყო ? ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში საქართველოს საპატრიარქომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ტაძრის მდგომარეობის შესწავლის თხოვნით მიმართა, მიმართვიდან რამდენიმე დღეში კი სააგენტომ , მოთხოვნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნა, რაც შენობის საკულტო მნიშვნელობით ახსნა. დღეს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ , რომ საკითხის ნაწილობრივ გადაჭრა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაც შეეძლო. რეგიონული უწყების წარმომადგენლებმა დღეს ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.