11, ივლისი 2018 14:06:00
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცაში მცხოვრებ იუშე ბერიძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. მას 4 შვილი, 12 შვილიშვილი, 19 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. იგი წლების განმავლობაში წარმატებულად ეწეოდა მეთამბაქოეობას. დაბადებიდან 100 წლის იუბილე ხანდაზმულს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მოულოცეს. იუბილარს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადაეცა. ქედის მუნიციპალიტეტში აიშე ბერიძის გარდა 100 წელს გადაცილებული ორი ქალი ცხოვრობს. ამჟამად აჭარაში 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული 34 მოქალაქე ცხოვრობს, ყველა მათგანი ქალია, 4 მოქალაქეს 100 წელი წლის ბოლომდე შეუსრულდება.