კვირა 22, ივლისი 2018

აჭარაში 200-მა ოჯახმა თვითნებურად დაკავებული ტერიტორიები დაირეგისტრირა

11, ივლისი 2018 14:08:00

თვითნებურად დაკავებული ტერიტორიები 200-მა ოჯახმა დაირეგისტრირა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დამატებით 100-მდე განცხადების განხილვა მიმდინარეობს. რეგიონის მთავრობის თამჯდომარის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის მიხედვით, 2010 წლამდე აჭარაში სხვადასხვა ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული ობიექტების დაკანონებას მოქალაქეები სპეციალური განკარგულების საფუძველზე შეუძლიათ. ზურაბ პატარაძემ შესაბამის განკარგულებას ხელი 2017 წლის 4 აპრილს მოაწერა. სამინისტროში განცხადებების მიღება გრძელდება.