12, ივლისი 2018 14:06:00
ბათუმი 13 ივლისს დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს, სადაც 35-მდე დამსაქმებელი, 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი. ძირითად სამიზნე ჯგუფს პროფესიული მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამუშაოს მაძიებლები წარმოადგენენ. ასევე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული პირები. ფორუმი სასტუმრო ვინდჰემ ბათუმში 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება.