13, ივლისი 2018 14:09:00
მურმან დუმბაძეს და მედეა ვასაძეს პრეზიდენტთან შეხვედრა სურდათ, თუმცა "ემსახურე საქართველოს" ლიდერები აჭარის უმაღესი საბჭოს შენობაში არ შეუშვეს. დაცვის სამსახურმა, დუმბაძესა და ვასაძეს შესასვლელი ჭიშკარი ჩაუკეტა და ეზოში შესვლის უფლება არ მისცა. ისინი ქვეყნის პირველ პირთან, მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატზე გასაუბრებას და ინფორმაციის მიწოდებას აპირებენ. ოპოზიციონერების მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძის მამა, რომელიც პოლიციელია, წარსულში აქციებს არბევდა და მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებოდა.