13, ივლისი 2018 20:02:00
ორი წლის წინ თურქეთში განვითარებული ტერორისტული მოვლენა დღეს ბათუმში, თურქეთის საკონსულოში გაიხსენეს. შეხვედრაზე თემასთან დაკავშირებით შექმნილი დოკუმნეტური ფილმის ჩვენებაც მოეწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტულ აქტს 251 ადამიანის სისცოცხლე ემსხვერპლა, 2 ათასზე მეტი კი დაშავდა. 2016 წელს, ფეტოს ტერორისტულმა ორგანიზაციამ თავდასხმა მოახდინა თურქეთის სახელმწიფო უწყებებზე. კონსულის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია დაახლოებით 160 -ქვეყანაში სკოლებსა და დაწესებულებებს მმართველობს.