13, ივლისი 2018 20:01:00
დაბა ჩაქვში, ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 9 ეზოს რეაბილიტაციაა დაგეგმილი. მოეწყობა სკვერები, წყლისა და წყალარინების სისტემა, შეიცვლება კანალიზაციის მილები, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკი. პროექტების საერთო ღირებულება დაახლოებით მილიონი ლარია.