18, ივლისი 2018 20:10:00
ჩელტაში მცხოვრებლები ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსების დამატებას ითხოვენ. ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა თქვეს, რომ ტრანსპორტის არასაკმარისი რაოდენობა პრობლემებს უქმნით. აღმოჩნდა, რომ ამის შესახებ მგზავრთა გადამყვან კომპანიაში არაფერი იცოდნენ, ხელვაჩაურის მერიაში კი საიმედო ვერაფერი თქვეს.