20, ივლისი 2018 20:10:00
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის დაკავებულ 10 პირს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულების ადვოკატები და ოჯახის წევრები წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებიან. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა12 სექტემბერს ჩაინიშნა. ადვოკატები დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. ამბობენ, რომ ბრალი შეთითხნილია. ასევე უარყოფენ ლავასოღლისთან მათ ურთიერთობას. სამართალდამცველებმა აჭარასა და თბილისში „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი 18 ივლისს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.