20, ივლისი 2018 20:06:00
პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში, შაორის ბანაკში პირველი სამხედრო დღე გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო დღე სტუდენტებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ პრეზენტაციით დაიწყეს. მათ ქართული ჯარის, სამხედრო განათლების და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. ჯარისკაცებმა მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებიც გააცნეს. მოგვიანებით შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.