21, ივლისი 2018 20:45:00
აჭარა არის მულტიკულტურული, მულტირელიგიური . პრინციპული პოზიცია ჩვენი გუნდის და ხელისუფლების არის ის, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს ქართული ფულით და ჩვენ ყველა რესურსს და ძალისხმევას დავხარჯავთ ამისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ადგილმდებარეობას, არქიტექტურას, - ამაზე იქნება საზოგადოების ჩართულობა და რა თქმა უნდა, საზოგადოების კონსესუსი იქნება მიღწეული, – ასე უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ დღეს დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვას. მისივე თქმით მოძიებული იქნება ყველა მეცენატი ადამიანი, რომელიც ამ საქმეში გაიღებს ძალისხმევას.