31, დეკემბერი 2016 08:17:05
ახალ წლამდე სულ ცოტა დროს რჩება. ღონისძიებისთვის სამზადისი მიმდინარეობს ევროპის მოედანზე. აქ მთელი დღის განმავლობაში პატარებისთვის ანიმატორების ჯგუფი მუშაობს. მოწყობილია სხვადასხვა ატრაქციები და გასართობი კუთხეები. ტერიტორიაზე მოწყობილია გარემო გართობის მოყვარული უფროსებისთვისაც. სხვადასხვა გასართობი პროგრამები ხვალ დღის ბოლომდე გაგრძელდება. საღამოს კი ევროპის მოედანზე შეკრებილებს, ახალ წელს გრანდიოზული კონცერტით და შოუ-პროგრამით მიულოცავენ.