23, ივლისი 2018 20:38:00
ქურდობის 4 შემთხვევა ბათუმში. შს სამინისტროს ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრების ძარცვასთან დაკავშირებით შეტყობინება დღეს, 23 ივლისს შევიდა. სავაჭრო ობიექტები სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაქურდეს. თვითმხილველების თქმით, ჯიხურები დილით დაზიანებული დახვდათ, რის შემდეგაც მათ სამართალდამცველები გამოიძახეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.