27, ივლისი 2018 20:15:00
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა უწყების თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მამუკა თურმანიძე დაინიშნა, უცვლელი რჩება მეორე მოადგილის პოსტი, რომელიც რუსლან ქორიძეს 2016 წლიდან უჭირავს. ტიტე აროშიძის განცხადებით, მოადგილეები გამოცდლებითა და პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია. მამუკა თურმანიძე პროფესიით აგრონომია, იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2013 წლიდან მუშაობს. 2017 წლიდან დღემდე კი აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო. რუსლან ქორიძე კი პროფესიით ეკონომისტია, იგი 2016 წლიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიცია უკავია. მესამე მოადგილე კი ისევ ჯამბულ ხოზრევანიძე იქნება, რომელიც მანამდე ხულოს საკრებულოს თავჯდომარე იყო.