კვირა 22, სექტემბერი 2019

სოციალურად დაუცველების მიმართვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს

27, ივლისი 2018 20:11:00

სოციალურად დაუცველების მიმართვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. იპოთეკური და საბანკო დავალიანებების,  ჰესების მშენებლობის გამო დაზარალებული ოჯახები, ასევე  ე.წ "ოცნების ქალაქში" მცხოვრებლები რეგიონის განახლებულ მთავრობას  მათი პრობლემის შესწავლას და დროულ რეაგირებას  სთხოვენ. ისინი თორნიკე რიჟვაძეს 1 სექტემბრამდე აძლევენ ვადას, იმისთვის, რომ საკითხების მოსაგვარებლად გამოსავალი იპოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.


დღის ამბები