27, ივლისი 2018 20:08:00
ინციდენტი თამარ მეფის დასახლებაში. დღეს დილით, თურქეთის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილი გატეხეს და ნივთები წაიღეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. ქურდობაში ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.