27, ივლისი 2018 20:04:00
„ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში“- თემაზე დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დაიწყო. 6 დღის განმავლობაში, სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტებთან სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა გაიმართება. თემები შეეხება ევროპეიზაციას, ევროინტეგრაციას, ევროკავშირის სამართლის ფონდებს და სხვა. სკოლაში 6 ქვეყნის 25 წარმომადგენელია ჩართული. ლექციებს ქართველ სპეციალისტებთან ერთად სომეხი, უკრაინელი, ლიტველი და ავსტრიელი პროფესორები წაიკითხავენ.